უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია სოციალურ ქსელში მეგობრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.
სანდრო შელია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვან ნინა ხუბუტიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ურთავს ტექსტს და საქორწინო ბეჭდის სიმბოლოს:
„მან თქვა დიახ“ – წერს სანდრო შელია.
წყვილი კომენტარებში მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებს