“ნინიას დაბადებამდე მქონდა ღრმა დეპრესია, აღარ მომწონდა ჩემი თავი, წავედი და ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე”

271

ინგა გრი­გო­ლია ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან იმ ორ უდი­დეს სი­ახ­ლე­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. ინ­გას თქმით, პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, მიხ­ვდა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ სჭირ­დე­ბო­და რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა და გა­და­წყვი­ტა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნა…

– ნი­ნი­ას და­ბა­დე­ბამ­დე მქონ­და ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი. არა­ნორ­მა­ლუ­რად ცუდი, დეპ­რე­სი­უ­ლი. აღარ მომ­წონ­და ჩემი თავი, ჰორ­მო­ნა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე­ვი­ყა­ვი და წარ­მო­უდ­გენ­ლად დავ­სივ­დი. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი თით­ქმის საჭ­მე­ლი არ მი­ჭა­მია, მაგ­რამ ვერ ვხდე­ბო­დი. ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი. ისე არა­ვინ გა­მი­გოს რომ დიდი წონა თუ გაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად დეპ­რე­სი­ა­ში უნდა იყო, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე იყო.

თან ეთერ­ში რომ ზი­ხარ და ოპე­რა­ტორს ეუბ­ნე­ბი, გვერ­დი­დან არ გა­მო­მა­ჩი­ნო, ახლო კად­რი არ ამი­ღო. მარ­თლა ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი და დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და. არა­ფე­რი აღარ მინ­დო­და, აღარც სამ­სა­ხუ­რი, ვატო წე­რე­თელს ვუ­თხა­რი, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა წა­ვი­დე-თქო, ბედ­ნი­ე­რე­ბას ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი ვერც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და ვერც პრო­ფე­სი­ა­ში.

უცებ რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და, მივ­ხვდი რომ ჩემს შვილს ვჭირ­დე­ბო­დი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე ვიყო ენერ­გი­უ­ლი, ვედ­გე გვერ­დში. მე ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა გა­ვი­ა­რე დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით. დედა რომ არ მყო­ლო­და ეგე­თი, რო­გო­რიც მყავ­და, შე­იძ­ლე­ბა ეს რთუ­ლი გზა ვერ გა­მევ­ლო. მარ­თლა რა­დი­კა­ლუ­რად შევ­ცვა­ლე ყვე­ლა­ფე­რი. მი­ნი­მუმ ათი-თორ­მე­ტი წელი რომ არ ვყო­ფილ­ვარ, ისე­თი ხა­ლი­სი და­მიბ­რუნ­და.

მა­რი­ა­მი რომ მე­ყო­ლა 18 წლის ვი­ყა­ვი და დე­დო­ბის გან­ცდა არ მქო­ნია. დე­და­ჩე­მი ზრდი­და. დილა რომ თენ­დე­ბა პირ­ვე­ლი რა­საც ვა­კე­თებ მა­რი­ამს ვწერ, რო­გორ ეძი­ნა ნი­ნი­ას, ხომ არ იტი­რა. ნი­ნი­ას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ უფრო მე­ტად ვიცი რის­თვის უნდა ვი­მუ­შა­ვო.

ასა­კი არა­სო­დეს მა­ში­ნებ­და და არც და­მი­მა­ლავს. ნი­ნია რომ და­ი­ბა­და, მა­შინ მივ­ხვდი, რომ სი­ახ­ლე­ე­ბი მეც მჭირ­დე­ბო­და, წა­ვე­დი და ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ძა­ლი­ან გა­სუ­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მინ­დო­და ენერ­გია მქო­ნო­და. ამ ბავ­შვის და­ბა­დე­ბას და­უ­კავ­შირ­და ეს. 15 კილო და­ვი­კე­ლი ორ­თვე­ნა­ხე­ვარ­ში და კი­დევ ბევ­რის დაკ­ლე­ბა მაქვს გეგ­მა­ში. მინ­და, ისე­თი ბე­ბია ვიყო ნი­ნი­ას­თვის, რო­გო­რიც დე­და­ჩე­მი იყო მა­რი­ა­მის­თვის. დე­და­ჩემ­მა სამ­სა­ხურს და­ა­ნე­ბა თავი და მა­რი­ამს მი­უ­ძღვნა თავი. მე სამ­სა­ხურს ვერ და­ვა­ნე­ბებ თავს, მაგ­რამ მინ­და, ისე­თი ბე­ბია ვიყო, რომ­ლი­თაც ნი­ნია ია­მა­ყებს.