ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს;
„ესე იგი, ჟოპოზიციის ღრმა რწმენითა და ფაქიზი გაგებით, ნაძალადევში „ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ აქ სულ კანონიერი ქურდები ვცხოვრობთ და ის ჩვენი ძმაკაცია.
თუ ეგრეა, საღოლ „ოცნებას“, რომ ძმაკაცი გამოგვიგზავნა!
საბურთალოზე დავით სერგეენკოს კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ იქ ხალხი სამკურნალოა და ექიმია საჭირო.
თუ ეგრეა, საღოლ „ოცნებას“, რომ მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინა!
გლდანში ლევან კობიაშვილის კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ ეგეც ძმაკაცობს ქურდებთან „ჩერეზ“ კალაძე.
საღოლ „ოცნებას“!
სამგორში სოზარ სუბარის კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ იქ სულ სვანები ცხოვრობენ.
საღოლ „ოცნებას“!
ისანში კახი კახიშვილის კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ იქ სულ ყოფილი პატიმრები ცხოვრობენ, რომლებიც კახის ემადლიერებიან.
საღოლ „ოცნებას“!
დიდუბეში გია ვოლსკის კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ ქუჩის ბიჭებთან ძმაკაცობს.
საღოლ „ოცნებას“, ქუჩის ინტერესებიც გათვალისწინებულია!
დანარჩენებზე მიმდინარეობს გამოძიება, შაბათ-კვირას „ტვ ჩაჯვი“ წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ნახაზებს (კანდიდატების გადაადგილების შესახებ) ელისტრაკოს
ღრმა ანალიზზე დაყრდნობით.
ტაში, კუკური!“- წერს გელა ზედელაშვილი.