“80 წლის ქალი მოვიდა, ერთი ბიჭი მყავდა და გარდამეცვალაო, არავის კონცერტზე არასდროს არ წავსულვარო და მხოლოდ შენს კონცერტზე მოვედიო“
„მინდოდა ყოველთვის კომპლექსების დამალვა, მაგრამ ახლა ვცდილობ უფრო მეტად გავიხსნა, ვიყო ის ვინც ვარ და არ მივბაძო სხვა ადამიანს,“– ამის შესახებ მომღერალი ნუცა ბუზალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრობს.
„ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში არის დედაჩემი…
ახალგაზრდებმა ის უნდა გააკეთონ რასაც გული კარნახობთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თავს გრძნობ უბედურად..
არსებობა არის, როცა იმას აკეთებ რაც არ მოგწონს და ცხოვრებაა როცა ყოველ დღე იღვიძებ და ხარ ბედნიერი.
თუ არ გარისკე ცხოვრებაში სიტკბოსაც ვერ გაიგებ.. არასდროს არ იცი ამ ნაბიჯის შემდეგ რა იქნება შენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ შეგეშინდება ნაბიჯის გადადგმის შეიძლება მთელი ცხოვრება ერთ ადგილას გაატარო…
თუ ადამიანს ღალატი შეუძლია, მასთან ვერასდროს ვერ ვიქნები. ყველაზე მეშინია იმის, რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა არ მიღალატონ.
სულ ვფიქრობ რატომ არის სამყარო ხანდახან ასეთი უსამართლო.. ამდენი გაჭირვებული ადამიანი, ზოგ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს და არც სხვას ეხმარება.
ღმერთი ჩემთვის არის სიყვარული და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანშია სიყვარული და ღმერთი მთავარი ის ამას გრძნობდეს. მე მქონია შემთხვევები როცა მეტირება ამ ყველაფერზე.. ვიფიქრო ეს მადლი ვიგრძნო და მეტირება ხოლმე.
ყველა ქვეყანაში სადაც მივდივარ, მე ჩემი ქვეყნის სახე ვარ. მე არ მინდა დავივიწყო თუ საიდან მოვდივარ, რადგან ყველაზე მეტად შენიანი შეგიყვარებს. არცერთ ქვეყანაში ისე არ ეყვარებით როგორც შენს ქვეყანაში .
სჯობს წარუმატებლობა განიცადო 100%-ით, მე ვარ ამის ნათელი მაგალითი სამჯერ გამოვედი ერთ პროექტში და არ მიღებდნენ, მთავარია არ დანებდე.
მე არ დამავიწყდება ამერიკაში დამოუკიდებლობის მერე იყო კონცერტი, მოვიდა 80 წლის ქალი ჩემთან და მითხრა: „ნუცა ამდენი ხანია ამერიკაში ვცხოვრობო ოჯახს მოშორებული ვარო და ერთი ბიჭი მყავდა და გარდამეცვალაო არავის კონცერტზე არასდროს არ წავსულვარო“.