ლელა წურწუმიას კითხვას, „არსებობს თუ არა ადამიანი, ვინც ასე არაჩვეულებრივად შეგცვალა“, თიკა ჯამბურია პასუხობს:
„სიმართლე გითხრა, მიზეზი რატომაც შევიცვალე, პირველ რიგში ვარ მე. ახლა ვიპოვე ჩემი თავი, საკუთარ თავთან ვარ ჰარმონიაში და ასმაგად შემიყვარდა ჩემი თავი. იმას არ ვამბობ, რომ მანამდე არ მიყვარდა ჩემი თავი, მაგრამ ალბათ არ ვაღიარებდი და გულის სიღრმეში არ მომწონდა. ახლა როდესაც მივაღწიე იმას, რომ ბოლოს და ბოლოს დავკარგე კილოგრამები, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ცხრა თვეში 25 კილოგრამი დავიკელი. ხშირად მეკითხებიან, როგორ გახდიო, მგონია, რომ ეს ყველა ადამიანმა იცის, როგორ უნდა გააკეთოს, უბრალოდ ამას არ აღიარებენ. რეალურად ერთადერთი გამოსავალია, არ ჭამო.
12 წელი ვებრძოდი წონას და გადავწყვიტე, ცხოვრების წესი შემეცვალა. ამოვიღე რაციონიდან თითქმის ყველაფერი, ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარდა, იყო გაზიანი სასმელი, ცომი, ცხიმი, შაქარი. ღამე არავითარ შემთხვევაში არ ვჭამ.
როცა ადამიანს „გესმუსნავება“, იმ მომენტში რომ წყალი დალიო, ჭამის სურვილი გეკარგება. ასევე ვვარჯიშობ და მთელი დღის განმავლობაში ფეხით ბევრს დავდივარ. თუ ძალიან კალორიულს მივირთმევ, მეორე დღეს აუცილებლად განტვირთვისა და სიარულის დღე მაქვს“. – ამბობს თიკა ჯამბურია.