“ძალიან გთხოვთ შეცდომაში არავინ შეხვიდეთ, ვერ ვაკონტროლებ გარეთ რა ხდება“

251

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ანა ქურდაძე გულშემატკივრებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მის საგულშემატკივროდ შექმნილ ჯგუფებთან დაკავშირებით, შეცდომაში არ შევიდნენ.

„2 ჯგუფი მაქვს, რომელიც ჩემს ფეისბუკზე ავპინე. ძალიან გთხოვთ, შეცდომაში არავინ შეხვიდეთ. თანხა არსად ჩარიცხოთ. მე პასუხისმგებელი ვერ ვარ, რადგან ვერ ვაკონტროლებ გარეთ რაც ხდება. ძალიან, ძალიან გთხოვთ, შეცდომაში არავინ შეხვიდეთ,“ – ამბობს ანა ქურდაძე.