“როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა“

231

29 წლის მამა თეიმურაზ ქორიძემ ცოტა ხნის წინ, თავისი ავადმყოფობით ერი გააერთიანა. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეუღლე, რუსკა ზაბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა.

ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, უდიდესი ძალა ხართ“. – წერს რუსკა ზაბახიძე.

შე­გახ­სე­ნებთ, მამა თე­ი­მუ­რა­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და, რო­გორც მის­მა ახ­ლო­ბელ­მა იმ­ჟა­მად გვი­თხრა, მას ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა გა­ურ­თულ­და და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.