„მე უკვე მეგონა, რომ „საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ“ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი“

169

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემა ნიკოლოზის კითხვების სტუმარი იყო.

კითხვაზე, ყვარებია თუ არა როდისმე ცალმხრივად, ნიკოლოზ წულუკიძე პასუხობს:

„ჩემ ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება, შეიძლება იყო, თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას გავეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არაა. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენ თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია, სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ.
მე უკვე მეგონა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი. არ მომეწონა ეს ამბავი და ვიფიქრე, გაგაგებინებ -მეთქი და მერე დაიწყო და დაიწყო“. – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.