“ბრიტანელი პროფესორი 11 თვეა თბილისის “პადზემკაში” ცხოვრობს”

1,800

სოციალური ქსელის მომხარებელი, ნანა კევლიშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს:

British Embassy Tbilisi

მოკლედ, ეს ადამიანი ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორია, რომელიც 11 თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში ტურისტულად და ბათუმში ყოფნის დროს მოპარეს ჩანთა, რომელშიც ფული, პასპორტი და სხვა დანარჩენი ედო.

ჯიბის ფულით დაბრუნდა თბილისში და მიმართა პოლიციას დახმარებისთვის, პოლიციამ გადაამისამართა ბრიტანეთის საელჩოში.

როგორც თვითონ აგვიხსნა, ბრიტანეთის საელჩოში წესიერად არც მოუსმინეს, არაფრად ჩათვალეს…

მას შემდეგ, კიდევ სამჯერ მიმართა და რეაქცია – ნული. ახლა, ამდენი თვის მანძილზე ცხოვრობს თბილისის ქუჩებში, ხან ბანკს შეეხიზნება ღამით, ხან ქუჩის სკამებს და ხან “პადზემკებს”…

არ ვიცი, რომ წარმოვიდგინე, ასე, ნებისმიერ ჩვენთაგანს რომ დაემართოს და ერთ ბედნიერ და ჩვეულებრივ დღეს აღმოჩნდე ჰაერში უყველაფროდ, ადამიანური სახეც რომ დაგეკარგება დროთა განმავლობაში და არარად რომ ჩაგთვლიან… უუჰ!!! საშინელებაა…

#გთხოვთ დაგვაკვალიანეთ, ვის მივმართოთ კიდევ, რომ როგორმე დავეხმაროთ ამ ადამიანს. მედიაც ხომ არ ჩავრთოთ?!..

ჩემი საქართველო ხომ სხვანაირი გულმოწყალეა…

ფოტოც გადაგვაღებინა მადლობის ნიშნად, მოსმენისათვის, საკუთარ მაისურსაც გვჩუქნიდა, გაეხარდა, ჩემი მეგობარი სუფთა ბრიტანულით რომ გაესაუბრა და… ასე, მოგვიწია ისევ ქუჩაში დატოვება, ერთი საბანი მივაშველეთ და ცოტაოდენი რამ…”