რატომ დაამტვრია “ბზიკომ” ტელეფონი (ვიდეო)

230

“პრაიმ ჰაუსში“ ყველასთვის ყველაზე სასურველი და სანატრელი ნივთი, მობილური ტელეფონი, რასაც მონაწილეები დღეში რამდენჯერმე, 10-15 წუთი იყენებენ, პროექტის ახალმა მონაწილემ, „ბზიკომ“ თავიდან მოიშორა. მოგვიანებით, მან მიზეზი ასე განმარტა:

„ვნახულობ ვიდეოებს, სადაც თურმე მე ვმანიპულირებ პროექტში ყოფილი ოჯახის სახელით, ყოფილი მეუღლის და ა.შ. რაც არის აბსოლუტურად სიცრუე. სავარაუდოდ, მისი ეს რეაქცია განპირობებულია იქიდან, რომ ამ პროექტში, ვიღაც-ვიღაცები ბინძურად თამაშობენ და ახსენებენ მის სახელსა და გვარს, რაც მე არ მსიამოვნებს და მოვუწოდებ, რომ ეს აღარ გამეორდეს.

ვამტვრევ ტელეფონს, რადგანაც აღარ მაქვს სურვილი, თუნდაც, რამდენიმე წუთით, ვუყურებდე იმ ფარსს, იმ ტყუილებს და ხალხის იმ არასწორ რეაქციას და დამოკიდებულებას, რაც ჩემს მიმართ არის გამოხატული“, – ამბობს დავით გაფრინდაშვილი.