ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე შვილს, ნანუკა გოგიჩაიშვილს დაბადების დღეს ულოცავას და მის დაბადებამდე თავს გადამხდარ სახალისო ისტორიას სოციალურ ქსელში იხსენებს.
„ტუნიიი, მე და მამა გილოცავთ. სანამ გაჩნდებოდი, თვითონ ბავშვები ვიყავით მთელი ინტერესით და ბედნიერებით რომ გელოდით. ერთხელ გაჩენამდე მუცელში გადაწყვიტე რაღაც „ტრუკები“ გეკეთებინა და ისეთები ჩაატარე, რომ შიშით მე და მამამ გადავწყვიტეთ დაგმალვოდით, უცებ შუქი ჩავაქვრეთ, საბანი თავზე გადავიფირეთ და „ჩუმად დავიძინოთქო“ ჰაჰააა“.
ტუნი რამხელა ბედნიერება მაჩუქეთ! ყველა ფერი შენს ზღაპრულ ცხოვრებაში შენს საოცნებო პრინცთან ერთად! მინდა ბევრი იყოთ“, – წერს ნათია ბანძელაძე.
ნანუკა გოგიოჩაიშვილი დედას ასე პასუხობს: „ტუნიიი. როგორ მიყვარს ეგ ისტორია. მუცელში რომ გეჯექი და დამემალეთ, შუქ ჩამქრალი საბნის ქვეშ! ისეთი საყვარლები ხართ ალბათ მეჩქარებოდა გამოსვლა“.