“შვილიშვილებს მოტივაცია უნდა მივცეო“ – 74 წლის ბებომ მანქანის მართვა ისწავლა

229

ავტოსკოლა სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, 74 წლის ბებომ მანქანის მართვა ისწავლა და გამოცდაც ჩააბარა.

ეს უსაყვარლესი, 74 წლის ქსენია ბებოა. ჩვენთან ნასწავლი პრაქტიკით მოედანზე გამოცდა უკვე ჩააბარა.

ახლა ქალაქი დაგვრჩა და აუცილებლად ჩავაბარებთ!

„შვილიშვილებს მოტივაცია უნდა მივცეო“, – ასე გვითხრა“, – ვკითხულობთ ავტოსკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.