“ხომ იცო­და თა­მაზ გინ­ტურ­მა, იმ და­კე­ტილ სა­ლო­ცავ­თან რომ იოლი სა­მიზ­ნე იქ­ნე­ბო­და?”

289

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გიორ­გი კე­კე­ლი­ძე ოკუ­პან­ტე­ბის მიერ სო­ფელ კირ­ბალ­ში მოკ­ლუ­ლი თა­მაზ გინ­ტუ­რის თა­ო­ბა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“ხომ იცო­და თა­მაზ გინ­ტურ­მა, იმ და­კე­ტილ სა­ლო­ცავ­თან რომ იოლი სა­მიზ­ნე იქ­ნე­ბო­და?

ხომ იცო­და ტა­ტუ­ნაშ­ვილ­მა, რომ მოკ­ლავ­დნენ, რა­ღა­ტომ გა­და­წყვი­ტა წას­ვლა?

ან­წუ­ხე­ლი­ძემ ხომ იცო­და, რუ­სე­თი რომ დი­დია და მა­გას ვერ მო­ე­რე­ვი, რა­ტომ არ და­ნებ­და?

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ ხომ იცო­და, რომ სიკ­ვდი­ლით გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, მაშ, რა­ღას ბრუნ­დე­ბო­და სამ­შობ­ლო­ში?

ხომ იცო­და მი­ხელ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, რომ აწა­მებ­დნენ და დახ­ვრეტ­დნენ – რა­ღა­ტომ შე­უბ­რუ­ნა ბე­რი­ას სი­ტყვა?

და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ხომ იცო­და, გულ­ში ტყვი­ის დახ­ლა რომ არის სამ­შობ­ლოს გუ­ლით სიყ­ვა­რუ­ლის ჩვე­ნე­ბუ­რი ბოლო?

ვაჟა-ფშა­ვე­ლამ ხომ იცო­და, რომ იმ ბნელ მო­სახ­ვევ­ში, დაჭ­რილს ყვავ-ყორ­ნე­ბი ეო­მე­ბოდ­ნენ?

დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­მაც ხომ იცო­და? თევ­დო­რე მღვდელ­მა?

იცოდ­ნენ. და რომ იცოდ­ნენ, იმი­ტომ ზი­ხართ ახლა თქვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­ღაც ქა­ლაქ­ში, თბილ ოთახ­ში და დიდი წვა­ლე­ბით და ნა­ცა­დი რუ­სუ­ლი შრიფ­ტით აცოდ­ვი­ლებთ ბრძნულ შე­კი­თხვას: ხომ იცო­და?

და მე გპა­სუ­ხობთ – იცო­და.” – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, თა­მაზ გინ­ტუ­რი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით 6 ნო­ემ­ბერს მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მაზ გინ­ტუ­რი და ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი ლო­მი­სის ეკ­ლე­სი­ა­ში, სან­თლე­ბის და­სან­თე­ბად მი­დი­ოდ­ნენ, როცა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად თა­მაზ გინ­ტუ­რი მოკ­ლეს, ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი კი გა­ი­ტა­ცეს.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ფელ კირ­ბალ­ში ჩა­ვი­და და ოკუ­პან­ტე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი თა­მაზ გინ­ტუ­რის ოჯა­ხის წევ­რებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.