“წარმოუდგენელი გარყვნილებაა ამის კეთება და უარესი კიდევ ის, რომ აღმოაჩენ, ამ ყველაფერს ხალხი მონუსხულივით როგორ უყურებს”
ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი ფეისბუქში წერს:
“ნეგატიური აზროვნების და ნეგატიური განაცხადების შედეგი! გამოყენებითი ფსიქოლოგიის დონეა, რომ რაც მეტ ნეგატივს შემოუშვებ ცხოვრებაში, მით უფრო მეტად მიიზიდავ მას.
ისეთი დუჟმომდგარები იქექებოდნენ ამ საბრალო ბიჭის სიკვდილის ამბებში, ისეთი სიტყვები იფრქვეოდა ეთერებში, ისეთი საშინელება ტრიალებდა, რომ ორი დღის წინ გავიფიქრე, წამოვა ახლა უბედურებების ტალღა მეთქი.
არ შეიძლება ხალხო, ამ სიტყვებით, ასეთი ფორმებით ამდენი დოზით სიკვდილზე ლაპარაკი. ინფორმაციის მოწოდებას თავისი ჰიგიენა აქვს. არ შეიძლება ასე მშობლების, ახლობლების ღია ემოციების მოფრქვევა ტელეეკრანებიდან. სულელები არ არიან ევროპელები, ამას რომ აღარ აკეთებენ. მენჩერმა რაო? – მიეცით ემოცია, მაგრამ შიშველი ემოციები არაო.
წარმოუდგენელი გარყვნილებაა ამის კეთება და უარესი კიდევ ის, რომ აღმოაჩენ, ამ ყველაფერს ხალხი მონუსხულივით როგორ უყურებს და ისმენს. ეს ნეკროფილური ლინგვისტიკა, ქცევა და მერე გვიკვირს, ეს უბედურებები რატომ გვემართება? – არა და, პირდაპირ ვითხოვთ ამას. მოვა კორონა და ყველას ამოგვხოცავსო – ჩხავილი მახსენდება!
აჰა, რაც იმან ვერ დაგაკლოთ, ასრულებს სამყარო! მორჩით რა ამ დამანტვრებს და შამანობას! თორემ, მე კი ვიცი, როგორ უნდა დავიცვა თავი ნეგატიური ნაკადებისგან, სხვამ იკითხოს.”– წერს ლელა კურდღელაშვილი.