“მკვდრებიც კი დაყავით ჩემიანებად და სხვისიანებად, ელიტარულებად და გოიმებად!”

1,305

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“მე ვარ შვილი, მე ვარ მამა, მე ვარ ბაბუა და მე დღეს მრცხვენია:

– რომ შვილების მშობლებს შავებს აცმევენ;

– რომ მამებს შვილებს უკლავენ;

– რომ ვარ ბაბუა, რომლის შვილიშვილებსაც რეგვენი და გულგრილი ადამიანები პერსპექტივას უსპობენ;

თქვენ, ყველას, მუდამ საკუთარ აღმატებულებას რომუსვამთ ხაზს, არ გრცხვენიათ ასეთი სახელმწიფოს შექმნის გამო?

თქვენ ყველას, ყველა ეპოქის ხელისუფლებებს და მის ჩინოვნიკებს, ვინმეს ნამუსი გაქვთ?

თქვენ ყველას, ვინც მუდამსხვის ბეწვს ხედავთ, საკუთარ დირეს არა და ერთმანეთი გძულთ იმის გამო, რომ ვიღაც სხვა “ისტია” და თქვენ სხვა “ისტი” რა ღირებულებებზე გვესაუბრებით?

არ გრცხვენიათ იმის გამო, რომ ვიღაცას სხვა აღმსარებლობა აქვს და მწვალებელს ეძახით ?

ვიცი არც იმის გამო გრცხვენიათ, რომ ვიღაც განსხვავებულია – გეზიზღებათ და ტაბურეტებით დასდევთ…

მომღიმარი, მომცინარი, ბედნიერი ადამიანების ნახვაზე ბოღმა გახრჩობთ, ამასაც ვხედავ…

მკვდრებიც კი დაყავით ჩემიანებად და სხვისიანებად, ელიტარულებად და გოიმებად!

არ დასრულდა თქვენი უნიჭობის, გოთვერნობის, ჩალიჩის, მიდგომა-მოდგომის ეპოქა…

ძალიან მრცხვენია იმის გამო, რომ ქართველი ვარ, ბაქია ხალხის თანამოქალაქე…”