„მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის შენთან ერთად, ვამაყობ შენით და მიყვარხარ“

169

მომღერალი ლელა წურწუმია, გუშინ, საავტორო გადაცემაში: შვილთან ურთიერთობაზე საუბრისას ატირდა.

როგორც მომღერალმა განმარტა, მისმა კარიერამ, შვილთან, უფრო მეტი დროის გასატარებაში, ხელი შეუშალა.

დედის ემოციურ სიტყვებს, სოციალურ ქსელში, მისი შვილი მარიამ მამულაშვილი ეხმაურება:

„მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის შენთან ერთად, ვამაყობ შენით და მიყვარხარ,“- წერს მარიამი.
ცნობისთვის, წამყვანმა სტუმარ რუსკა ქარქაშაძეს მიმართა და უთხრა, რომ რადგან „საქმიანობაში ასეა ჩართული კარიერა მის შვილს აუცილებლად წაართმევს დროს“.