“თვალმა ირიბად დააფიქსირა ეს ფარშევანგივით კაბები, ვიფიქრე რომ მომეჭრა თავი და ქალების სექციაში მოვხვდი“
„ლებიორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სტამბულის აეროპორტში მომხდარი კურიოზული შემთხვევის შესახებ წერს:
„მოკლედ უდიდესი ბოდიში, მაგრამ ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია. ესეიგი ვინაიდან რეგისტრაციაზე მაგვიანდებოდა ელვის სისწრაფით შევვარდი სტამბულის აეროპორტის ტუალეტში. ვიდექი ისე როგორც ამ დროს მამაკაცებს შეეფერება, უცებ იქით აქეთ დამიდგა ორი ფაშფაშა კაბიანი არსება, რამაც გამოიწვია შოკი, თან სახეში შეხედვის მომერიდა და თვალმა ირიბად დააფიქსირა ეს ფარშევანგივით კაბები, ვიფიქრე რომ მომეჭრა თავი და ქალების სექციაში მოვხვდი , მაგრამ მეორე არანაკლები შოკი იყო იმის გაფიქრება თუ როდიდან დაისაკუთრეს ქალბატონებმა კაცების მსგავსი პოზები ამ სფეროშიც, ვიფიქრე რომ ეს ფემინისტები იყვნენ ანუ კაცებთან თანასწორობის აქტივისტები. საბოლოო ჯამში ხელში შემრჩა ეს ორი შოტლანდიელი მამაკაცი თავიაანთი ეროვნული ფორმით. ჭირი იქა, ლხინი აქა.“