“სულ არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე ისინი, ვისაც სათქმელი არასოდეს ჰქონია რამე”

505

დეკანოზი პეტრე კოლხი, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, იმ ადამიანების შესახებ, ვინც სასულიერო პირისთვის შეუფერებელი იერის გამო აკრიტიკებს, სოციალურ ქსელში საკუთარ ლექსს აქვეყნებს:

სულ არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე

ისინი,

ვისაც სათქმელი არასოდეს ჰქონია რამე…

არ მიკვირს, რადგან შხამიანი ენის

სისინით,

იქედნესავით ერთმანეთის სიცოცხლეს

ჭამენ…

ინაწილებენ ქურდებივით სხვების

ცხოვრებას,

გადაუვლიან, თუ გულწრფელად ვინმე

იცინის…

და გადაიქცნენ საკუთარი ბოღმის მონებად,

სულ არ მადარდებს, რას იტყვიან, ჩემზე

ისინი…- წერს პეტრე კოლხი.