“სააკაშვილი ხვდება, რომ მის ქვეშ სკამი ირყევა”

1,044

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

,,20 ივლისს სააკაშვილის მორიგ როყიო განცხადებას რომ „ჩინოსნები ადგილებზე აპირებენ უკრაინისგან გამოყოფას“, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვცებისჩერკასის და ჰერსონის მერების უმწვავესი პასუხი მოჰყვა. როგორც ჩანს საკუთარი შერყეული პოზიციების გასამყარებლად, სააკაშვილი, ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში, მორიგი ტურბულენტობის გამოწვევას ცდილობს სადაც ის წყალში თევზივით გრძნობს თავს.

სააკაშვილი ხვდება, რომ ე.წ. „რეფორმების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ქვეშ სკამი ირყევა. დღეს მისი ამოცანა არის, როგორმე შეინარჩუნოს ეს სტატუსი საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე.

უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიება კი ბევრ საინტერესო გარემოებას ხდის ფარდას“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.