„პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ინტერვიუ „ნიღბის გარეშე“ შედგა. პირველი მონაწილე, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა, ,,ბზიკო“ აღმოჩნდა.
პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებსა და შვილზე ნაამბობმა, „პრაიმ ჰაუსელები“ გულგრილი არ დატოვა და მათმა ნაწილმა ცრემლებიც ვერ შეიკავა.
„ჩემს შვილს აქვს აუტიზმის სპექტრი. მიუხედავად იმისა, რომ არის 6 წლის, მაინც თავისებურ მოვლას, წესების ცოდნას საჭიროებს. მე ვთვლი, რომ ამით თავს არ უნდა ვიმართლებდე, მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, დრო არ მქონდა, იმ დონეზე ეს ყველაფერი მესწავლა, ამ კუთხით ვერ დავუთმე დრო. კვირაში ერთხელ, ,,პრაიმ ჰაუსის“ ფარგლებში ვნახულობ ჩემს შვილს…“, – ამბობს „ბზიკო“.