„სოციალური ქსელებით ვიცნობდი, პირველად შევხვდით ბათუმში სასტუმროს კარიდან გამოვდიოდი და სრულიად შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი,“ – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე თავის სიყვარულის ისტორიაზე გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებში“ საუბრობს.
როგორც ლაშა ამბობს, მომავალი მეუღლის გაცნობიდან 1 წელში, ის ცოლად მოიყვანა.
„დავიწყეთ აქტიურად კონტაქტი და გაცნობიდან 1 წელიც არ გასულა, ჩემი მეუღლე გახდა..
როცა 22 წლის ადამიანს მიღწეული გაქვს ყველაფრისთვის.. სპორტში ოლიმპიური ჩემპიონი ვიყავი უკვე.. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მინდოდა, ვხვდებოდი რომ ოჯახი მჭირდებოდა.
მთლიან ქორწილს მეუღლემ გაუწია ორგანიზება.. ქორწილის წინ სამი დღით ადრე მივედი სახლში..
ჩემი მეუღლე კარგად ეგუება ყველაფერს და ბევრ რამეს თმობს, მაქსიმალურად ხელს მიწყობს, რომ ჩემს საქმიანობაში,“ – ამბობს ლაშა ტალახაძე.