“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია“

184

ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას და მის მიერ ახალი პარტიის დაფუძნების საკითხს გამოეხმაურა.

„წარსულს ვტოვებ წარსულში და მომავალში მივდივარო განაცხადა მელიამ. ჰოდა ,მოჰკიდა ხელი ყოფილ მთავარ პროკურორს ( 2009-2012 წლებში, აი ზუსტად იმ ავად სახსენებელი ციხის კადრების დროს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას) ყოფილ პოლიციის აკადემიის უფროსს დეკანოიძეს, თავად ყოფილმა აღსრულების ბიუროს უფროსმა მელიამ და ასე წავიდა „მომავალში” პრეტენზია არავისთან მაქვსო, მხოლოდ მასთან მაქვს პრეტენზია ვინც 7 წელი სასჯელი მოიხადა და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცაო ანუ მერაბიშვილთანო…

ჰო კიდევ სააკაშვილთანო (ჩანაწერში რომ ლანძღავს მელია იმ ჩანაწერს ვგულისხმობ). მოკლედ არავისთან აქვს პრეტენზია ამ მელიას, არც გახარიასთან (თვალებისდამთხრელთან)არც ბოკერიასთან……. საოცარია და პარადოქსალური უტიფრობა.

პ.ს.ასეა ილია ჭავჭავაძის „სტილში“ რომ ვთქვა:„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.