ინფლუენსერი და ვლოგერი თი მაჭავარიანი ინსტაგრამზე მორიგ მიმართვას ავრცელებს.
თი ყოფილი მეუღლის შესახებ, საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, თავი შეიკავონ მისი ვიდეოების გამოქვეყნებისგან.
„ახლა ისე გამოვიდა, თითქოს ჩემი ბრალი იყო, არ იცოდა ცოლად ვინ მოჰყავდა? სოციალური ქსელის ქონა მე ხელს არასდროს შემიშლის ადამიანთან ურთიერთობაში, რადგან საქმისა და ურთიერთობის გამიჯვნა ერთმანეთისგან არ მეშლება. გთხოვთ დაანებეთ ჩემი ვიდეოების გამოქვეყნებას თავი,მე არც ნივთი ვარ და არც საგანი, რომელსაც თქვენი მიზნებისთვის გამოიყენებთ, პატივი მეცით მე, როგორც ადამიანს, რომელსაც ერთ დროს თქვენი სიტყვებით, თქვენთვის საუკეთესო იყო“, – წერს თი.