“ნაცკანიბალებს ადამიანი კი არ ადარდებთ, არამედ ისტერიას ქმნიან პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად”

406

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ტაბულას“ მთავარი რედქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს პასუხობს. აბაშიძის თქმით, საზოგადოება უბინძურესი წინასაარჩევნო პაექრობის მომსწრეა, თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ვარაუდობს, ამჯერადაც გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ დარჩება.

ციკლიდან – ილაპარაკონ, წერონ! რევანშისტულმა,

კრიმინალურმა ნაცოპოზიციამ თამარ ჩერგოლეიშვილის პირით, საჯაროდ აღიარა, რომ მათ მიერ წარმოებული მედიავანდალიზმის და მედიასვავობის ამოცანა არა საზოგადოებისთვის რეალური ფაქტების მიწოდება, არამედ ხალხის იმაში დარწმუნებაა, რომ 23 წლის გოგო „ქართულმა ოცნებამ“ “მოკლა” და ამ ფონზე არჩევნებში რაიმე წარმატებას მიღწევაა.

ფაქტია, რომ ნაცკანიბალებს ადამიანი კი არ ადარდებთ, არამედ ისტერიას ქმნიან პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად. რეალურად ადამიანი რომ ადარდებდეთ, ‘ლუზერი’ „ფრონტერას“ უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლის თვითმკვლელობასაც იმავე ინტენსივობით გააშუქებდნენ, როგორც ეს ახალგაზრდების ტრაგედიებთან დაკავშირებით იკადრეს, მაგრამ „ფრონტერას“ წინააღმდეგ მოქმედება მათ არ აწყობთ, იმ „ფრონტერას“ წინააღმდეგ, რომელმაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა და მისთვის მისაცემი ხელფასის ფონდიდან 800.000 ლარი ლობიზმში დახარჯა. ლობიზმში, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაც“ აქტიურად არის ჩართული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ვამბობდით უბინძურესი საარჩევნო კამპანიის მოწმენი ვიქნებოდით? ვართ, სამწუხაროდ. თუმცა, “ქართული ოცნება” ბოროტი ნაცკლასტერის კიდევ არაერთ ვერაგ თავდასხმას მოიგერიებს და ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს მათ პოლიტიკურად.

მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“- წერს აბაშიძე.