ოსიმენი და კვარა საშობაო ვახშამზე – მედიის ყურადღება მათმა სამოსმა მიიქცია (ვიდეო)

311

ნეაპოლიდან უახლესი ამბები ვრცელდება. „ნაპოლის“ 2023 წლის საშობაო ვახშამი Palazzo Petrucci-ში უკვე გაიმართა. საღამოს გუნდის წევრებთან ერთად, ვალტერ მაცარი და პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც ესწრებოდნენ.

როგორც მედია წერს, ნეაპოლიტანური კლუბის მფლობელმა ვახშამი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ განზრახ მოაწყო.

ადგილობრივი მედიის ყურადღება ქართველმა ტალანტმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოსიმენმა მიიქციეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, მოთამაშეების უმეტესობამ ტრადიციული სამოსი არჩია, ძირითადად მუქი, სწორედ მათგან გამორჩეულად ეცვათ ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენს.