“მშობლები ჯამბაზებად აქცევენ შვილებს და ეს ჯამბაზები მთელი ცხოვრება თამაშობენ”

384

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

პეტრე კოლხის აზრით, მშობლები ბევრ შეცდომას უშვებენ.

მშობლები ზრდიან შვილებს, თავისთვის. არ ეკითხებიან, რა უნდათ, რა მისწრაფება აქვთ, ვინ უყვართ და საერთოდ, სად უნდა იდგნენ…

აყენებენ იქ, სადაც თავად უხარიათ და შვილებიც დგანან ძეგლებივით უემოციოდ… ქვაში გამოთლილ ზოგიერთ ქანდაკებას მეტი ემოცია აქვს, ვიდრე მოსიარულე სკულპტურებს.
მშობლები უნერგავენ, რა უნდა უნდოდეთ, რაზე უარი თქვან…

მშობლები აზომბირებენ შვილებს და მექანიკური მართვის სისტემაზე გადაჰყავთ. ვთქვათ და მოულოდნელად ხელიდან გამოეცალოთ შვილებს მშობლები, თავადაც იცლებიან, სანამ სხვა არ წამოიწყებს მათ მექანიკურ ამუშავებას.

მშობლები საერთოდ არ იცნობენ შვილებს და არც მათი მისწრაფება აინტერესებთ. თუ მამა ექიმია, მისი მემკვიდრეც აუცილებლად ექიმი უნდა გამოვიდეს. თუ მემკვიდრეც ექიმი იქნება, ,,ტრადიცია” არ უნდა დაირღვეს და რძალიც ექიმი უნდა შეიყვანონ სახლში… აბა სხვანაირად სირცხვილია, რას იტყვის ხალხი, მეზობლები, ნათესავები…

მშობლები ჯამბაზებად აქცევენ შვილებს და ეს ჯამბაზები მთელი ცხოვრება თამაშობენ…მშობლები სულიერ მამებსაც ურჩევენ შვილებს… მშობლები მთელს ცხოვრებას უგეგმავენ შვილებს…

და საბოლოოდ, მშობლები აუბედურებენ შვილებს!..”-წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.