“საუბარი გვამურ გაშეშებაზე, მწერებზე, გვამურ ლაქებზე, პირდაპირ ეთერში რამდენად ეთიკურია?”

609

ექიმი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე პირდაპირ ეთერში ყველა თემის და საკითხის განხილვას, მათ შორის არამიანის გარდაცვალების შემდეგ, სხეულის შეცვლის სხვადასხვა ფაზაზე საუბარს დაუშვებლად მიიჩნევს.

კითხვა მაქვს ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტებთან: საუბარი გვამურ გაშეშებაზე, მწერებზე, სხეულზე გვამურ ლაქებზე, რა ვი კიდევ ბევრ სხვა დეტალებზე, რაც გვამთან ან მის გაკვეთასთან არის დაკვშირებუოი პირდპაირ ეთერში რამდენად ეთიკურია და რამდენად სამართლებლივად სწორია?

რაღაც ძალიან ახალ ფსიქოლოგიურ ფენომენთან გვაქვს საქმე, როცა ამას ბევრი მაყურებელი, მსმენელი და დამკომენტარებელი ჰყავს. ისე საუბრობენ გვამზე, როგორც ვითომ არაფერი? და რა ჰქვია მეგობრებო ამას? რამე კარანტინში ყოფნის შედეგია ან რა ვიცი, რისი შედეგია, როცა ასე საჯარო ხდება ექსპერტიზის დასკვნები?“- წერს ზურაბ სიხარულიძე.