ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ ავტორი, თამუნა მუსერიძე საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, დუშეთში იმყოფება. როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, ამ წუთებში ბავშვთა სახლს სტუმრობენ, სადაც ბენეფიციარებისთვის საჩუქრები ჩაიტანეს.
სიკეთე ამჯერადაც გადამდები აღმოჩნდა და როგორც ირკვევა, კამპანიაში ჩართვის სურვილი არაერთმა ცნობადმა სახემ გამოთქვა, მათ შორისაა მომღერალი, „ღამის შოუს“ ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე:
„არავინ არ გაგვაფრთხილა, ადგა, დაურეკა კომპანიებს, საჩუქრები შეაგროვა და ჩამოგვიტანა. „კონტეინერი“, „გრანდ აუთლეტი“, მადლობა გვერდში დგომისთვის“, – წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს გვიზიარებს.