ერთ-ერთი ჩანთის ღირებულება 15 000 დოლარია – შორენა ბეგაშვილის მდიდრული გატაცებები

281

მსახიობი და ტელეწამყვანი ბევრს მოგზაურობს და შთამბეჭდავ კადრებს გამომწერებს აქტიურად უზიარებს. 

ფოტოებიდან ირკვევა, რომ შორენა ბეგაშვილს მოდური ბრენდული ტანისამოსი და აქსესუარები განსაკუთრებით უყვარს.

Dior, Gucci, Fendi, BALMAIN – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ტელეწამყვანის გარდერობშია.

Christian Dior ჩანთა, რომელიც ფოტოზე ტელეწამყვანს უჭირავს farfetch-ის ვებ გვერდზე $2,481 ღირს. 

HERMES-ის ჩანთები, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა და მის შესაძენად ზოგჯერ თვეების ლოდინია საჭირო, შორენა ბეგაშვილის გარდერობშია.

პარიზში გადაღებულ ფოტოზე, ტელეწამყვანს წითელი HERMES Birkin-ის ჩანთა უჭირავს ხელში, მისი დაახლოებითი ღირებულება 15 000 $-დან იწყება.