ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ინსტაგრამზე ის ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან და შვილთან, ბერუკა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილი დიდი აქტიურობით აპლიკაცია Tik-Tok-ზეც გამოირჩევა, სადაც ვიდეოებს აქტიურად ანთავსებენ. ახლახანს ბერამ ინსტაგრამზე კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა.
ბერუკა ივანიშვილი 8 თვის გახდა და სწორედ ამის აღსანიშნავად ბერამ ინსტაგრამზე ახალი ფოტო განათავსა, სადაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად აუზში პოზირებს.