მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. დიზაინერი და ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი მფლობელი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო.
მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ამჯერად ნანიკო პატარა ლეას ფოტოს აქვეყნებს.
სოციალურ ქსელში ლეას ფოტოები ვრცელდება, რომელსაც უამრავი დადებითი კომენტარი აქვს.
„ეს არის გენეტიკა“ „ულამაზესია“.