19 წლის გოგონას მოულოდნელ გარდაცვალებაზე წერს “ტაბულას” დამფუძნებელი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ახალგაზრდა გოგოს სიკვდილზე გავიგე, რომ გამიცინებდა ხოლმე, ისეთი ნაპერწკალი ჰქონდა, მეგონა, სულ იცოცხლებდა.
არ ვიცნობდი – ჩვენს აქციებზე ვხედავდი ხოლმე სულ, გასართობ ადგილებშიც მხვდებოდა.
ძალიან განვიცდი – მიხაროდა რომ დავინახავდი, ენერგიას მაძლევდა მისი ხასიათი.
ფრთხილად იყავით, ბავშვებო! ნუ აკლდებით და გვიუშნოებთ ცხოვრებას” – წერს ჩერგოლეიშვილი.