“აეროპორტამდე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი, საკუთარმა დედამ ვერ მიცნო” (ვიდეო)

249

გადაცემა „სხვა რაკურსი“ ქართველ ემიგრანტ ანა ბარბაქაძეს სტუმრობდა, რომელიც წლებია კანადაში ცხოვრობს.

ანა ბარბაქაძემ გია ჯაჯანიძესთან საუბრისას საკუთარი ცხოვრების და ემიგრაციის შესახებ ესაუბრა.

“ღმერთს წყალობით სიყვარულში და ნდობაში ვცხოვრობ. 2016 წელს ჩამოვედი კანადაში. 1 წლის და 6 თვის უკან დედაც ჩამოვიყვანე.

არ ვიცოდი, რომ ოდესმე ხატვას შევძლებდი.. დედის დაავადებამ ჩემში საოცრება გააღვიძა. მთელი ცხოვრება უდიდესი მადლობელი ვიქნები დედის, მისი დაავადების და ზოგადად მთელი სამყაროსი.

დედაჩემი პირველი ქართველია, ვინც ოდესაში დაიცვა დისერტაცია. პროფესორია, ზეგანათლებული, საყვარელი და საუკეთესო დედა მყავს.

 

 

დედას დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს, ამის შესახებ მე არ ვიცოდი. თავიდან წნევები აწუხებდა და ზოგადი გამოკვლევების საფუძველზე დიაგნოზი დასვეს, რომ მას ჰქონდა დემენცია. როდესაც მას ვესაუბრებოდი ინტერნეტით, არაფერი ემჩნეოდა.

ერთმა ფრენამ შეცვალა ყველაფერი, მოახდინა დაავადების პროვოცირება და ჩამოვიდა აბსოლუტურად სულ სხვა ადამიანი. ვერ ცნობდა ვერავის, ვერც მე მიცნო. აეროპორტამდე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი. ღმერთის და ერთი გოგოს წყალობით ჩამოვიდა დედაჩემი კანადაში. როდესაც ვნახე, სულ სხვა ადამიანი იყო. ამ დაავადების შესახებ ფეხდაფეხ გავიგე.. ეს იყო ჩემთვის შოკი“, – ამბობს ანა ბარბაქაძე.