“ცხოვრების მთავარი ცეკვა “გაღმა ნაპირში“ ვიცეკვე“

254

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებულს, თედო ბექაურს გადაცემა „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა, როგორ გრძელდება ცხოვრება პროექტში გამარჯვების შემდეგ და როგორი მამაა თედო ბექაური. თედოს მეუღლე ანი ხუციშვილი აცხადებს, რომ თედო იდეალური მამაა და ყველანაირად ცდილობს შვილს გვერდით დაუდგეს.

ბავშვობაში ქვიშაში, ტალახში ვთამაშობდი ხოლმე.. მაგრამ, ძირითადად მარტო მიყვარდა ხოლმე თამაში. თვალის პრობლემა რომ მქონდა, სხვა ბავშვები დამცინოდნენ და მერჩივნა, მარტო ვყოფილიყავი..

წარუმატებელმა დღეებმა მომცა იმის საშუალება, რომ ადამიანების სულიერი მდგომარეობა გამეცნო. ვის რა შეუძლია და ფიქრები აქვს. ბევრ პრობლემას შევეჯახე ცხოვრებაში, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ სულიერად და მორალურად არასდროს გავტეხილვარ.

სიყვარულმა ერთგულება, ურთიერთპატივისცემა, გაყოფა მასწავლა.. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, ვინ შეგიყვარებს და ვის შეიყვარებ“, – აცხადებს თედო ბექაური.

კითხვაზე, სად შეასრულე შენი ცხოვრების მთავარი ცეკვა, ფილმში თუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – თედო ბექაური აცხადებს, რომ „ფილმში“.

„პირველი ცეკვა იყო ფილმში „გაღმა ნაპირი“, რომელმაც მომიტანა ზღვა სიყვარული. ამან მომიყვანა ცეკვავენ ვარსკვლავებში“, – ამბობს თედო.