მიშა ანდღულაძე სკანდალში გაეხვია (ვიდეო)

მთავარი არხი და მსახიობი მიშა ანდღულაძე სკანდალში გაეხვა.

“ვინმემ არ მითხრას, რომ ეს იუმორია.

იცით, იუმორთან რა კარგად ვარ, გარჩევაც გამომდის. ვინმეს ამაზე გეცინებათ ალბათ კი, იმათ, ვინც შშმ პირთა სატრანსპორტო საშუალების საპარკინგე ადგილას ავტომობილებს უნამუსოდ აპარკინგებთ, იმათ, ვისაც გგონიათ, რომ იგივე პრობლემის წინაშე არასდროს აღმოჩნდებით,

იმათ, ვისაც 10 წლის ბავშვი (მეტად დიდებიც) 1 კილომეტრი ხელით არ გიტარებიათ სამედიცინო დაწესებულებამდე და ამით გამოწვეული ფიზიკური დაღლილობისა და ემოციების გამო თვალებიდან სიმწრით სისხლი არ წამოგსვლიათ, იმათ, ვინც ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობით გართობა შეგიძლიათ.

ასეთი იუმორია სწორედ ერთ-ერთი ხელშემწყობთთაგანი, აბუჩი დამოკიდებულებისა სპეციალური საპარკინგე ადგილების მიმართ, სწორედ მსგავსების გამო დამაჯარიმა მე პატრულმა, როდესაც სხვა ავტომობილის გამო ვერ ვახერხებდით კუთვნილ ადგილზე გაჩერებას.

მინიმუმ სირცხვილია და ბოდიში მოსახდელი, რომ, როდესაც ამხელა პრეტენზია გაქვს მთავარ მაუწყებლობაზე: სცენარისტებში, შემსრულებლებში, მენეჯმენტში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომ ეს ცინიზმი აღმოეფხვრა”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ