„შუშანიკი“ იმიტომ ისწავლეს ეტყობა, რომ მერე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი სვავებივით ათრიონ“

247

მოქალაქეების არაერთგვაროვან შეფასებებს, რომლებიც აჩიკო გულედანის შვილის, მარიამ გულედანის მიერ ჰაგიოგრაფიასა და გრიგოლ ხანძთელზე ნათქვამს მოჰყვა, სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ბევრ უვიც, აგრესიულ მთათხველზე კარგად იცის მარიამ გულედანმა ისტორიაც და ლიტერატურაც.

გამორჩეულად კარგად წერს და აზროვნებს ორკებისგან განსხვავებით, რომლებმაც „შუშანიკი“ იმიტომ ისწავლეს ეტყობა, რომ მერე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი სვავებივით ათრიონ“, – წერს ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში.