“სტრატეგია აღმაშენებელის” დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია” გამოეყო და გუშინ საკუთარი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა.
ვაშაძის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა, ოპოზიციის დანარჩენი წევრების და მათი მხარდამჭერების კრიტიკა მოჰყვა.
“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პირად გვერდზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ვიდეო გამოაქვეყნა და გიორგი ვაშაძე მკაცრად გააკრიტიკა.
“ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი გადაკვრითაც არ ახსენო. მარა, არხსენებას ვინ დაეძებს, მთლად საკუთარ იდეად გამოაცხადე Giorgi Vashadze
და არაა კარგი დასაწყისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვისთვის.
არც შენი იდეაა და, მეტიც, არც შენი განხორცილება (ნუ რაღაც ნაწილში, კი ბატონო. მაგრამ ეგეთი “ნაწილი” მანდ მინიმუმ 5 კაცს ქონდა). You know what I mean” – დაწერა ნიკა გვარამიამ.
პოსტს გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარაძიმიძეც.
გიორგი ბარამიძე: აბა, აი შუბლის ძარღვი სულ არ უნდა გქონდეს კაცს რომ ასე “ნაგლად” მიიწერო შენი უფროსის (მინისტრის) გაკეთებული საქმე როცა პატივი გქონდა ამ პროექტის კურატორი და არა ავტორი და სულის ჩამდგმელი, ყოფილიყავი.