მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა. მას და ლაშა მოწონელიძეს ვაჟი შეეძნათ, რომელსაც ზუკა დაარქვეს. რუსკა ფოტოებს და სასიხარულო ამბავს “ინსტაგრამზე” ავრცელებს და უამრავ მილოცვასაც იღებს.
რუსკამ და ლაშამ გასული წლის მაისში იქორწინეს. წყვილი თითქმის ორი წელია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება. ლაშამ საყვარელ ქალს ხელი იტალიაში სთხოვა, სადაც რუსკას დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ.