“მისი რამდენიმე ვიდეო რომ ვნახე ვთქვი, “არიქა ქალი გამაიყვანეთ-მეთქი”

313

გია ბაღაშვილი და დოდონა ნამორაძე „ნიკოს შოუს“ ესტუმრნენ და საკუთარ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გია ბაღაშვილმა აღნიშნა, რომ დოდონასთან მისი თანამშრომლობა ავთანდილ მიქაბერიძეს უკავშირდება. „მან მითხრა, რომ არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, რომელსაც შენთან ერთად სულ სხვა ასპარეზი ექნება და სულ სხვანაირად შეძლებ მის გამომზეურებასო. რამდენიმე ვიდეოს ნახვა საკმარისი იყო, რომ განცდა გამჩენოდა, „ქალი გამაიყვანეთ, მაჩვენეთ-მეთქი“.. მე მქონდა ათენში ლექცია, იქ იყო დოდონაც და რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ მრავალმხრივი მომღერალი იყო და ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ოსტატობა აქვს. გვინდოდა, მის ნომერში სხვადასხვა ჟანრი ყოფილიყო წარმოდგენილი…“