“ რაც არ უნდა მოხდეს, ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ შენ ჰყავხარ“

165

ნინი ბუკიამ შვილის, მარიამ გულედანის შესახებ ისაუბრა.

ბუკიამ მოჰყვა როგორი განსაკუთრებული ბავშვი იყო მარიამი.

ნინიმ ასევე აღნიშნა, რომ შვილს ყველა სიტუაციაში მხარს დაუჭერს და ზურგს გაუმაგრებს.

„ძალიან სერიოზული ბავშვი იყო, როცა რაღაც უნდოდა, უნდოდა კონრეტულად და არგუმენტირებულად.

მასწავლებლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მას არ ჰქონდა პრობლემა საკუთარი აზრის გამოთქმის.

რაც მიაჩნდა, რომ სწორია, ყოველთვის იმას აკეთებდა.

როცა დავინახეთ, რომ ასეთი დამოუკიდებელი და აზრიანი ადამიანია, მეც და მამამისმაც გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეგვეწყო და არ შეგვეზღუდა არაფერში.

ბევრს ნიშნავს კარგი მამა, რა თქმა უნდა, მარიამს ეს ფუფუნება აქვს, ძალიან კარგი მამა ჰყავს.

მარიამ თავს ესხმოდნენ ძალიან ხშირად, შესაბამისად მეც და ძალიან მტკივნეულად ვიღებდი ამას, ბოლო ამბავი რომ მოხდა, აქ უკვე მშვიდად ვიყავი იმიტომ, რომ მარიამი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს…ეს საყვარელი ლუკმა იყო ე.წ ტროლებისთვის, ვინც მეც მწერდა, აჩიკოსაც წერდნენ საშინელებებს. ძალიან მტკიოდა თითოეული კომენტარი, ვცემდი ყველას პასუხს, შევდიოდი, ვჩხუბობდი…ბოლოს აღარ წავიკითხე კომენტარები.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერა. დედა და მამა ზუსტად ის ხალხია, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, ყოველთვის გიხარია როცა შენს ზურგს ამაგრებენ.

რაც არ უნდა მოხდეს, ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ შენ ჰყავხარ. რადგან მე დედა მქვია ამ ბავშვის, ყოველთვის იქ უნდა ვიყო, სადაც თვითონაა, უნდა დავიცვა მისი ინტერესები, “ – აღნიშნა ნინი ბუკიამ.