ვინ არის ილია თოფურიას ულამაზესი რჩეული?

1,818

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

თოფურიას ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰალეში, ზაზა და ინგა თოფურიების ოჯახში. მის გარდა ოჯახში მისი და-ძმა იზრდებოდა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა და სწორედ აქ დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე სიარული და ვარჯიში.

თხუთმეტი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი. დღეს კი ილია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია! ილია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი.

ილიას ოჯახის წევრების გარდა მუდმივად გულშემატკივრობს მისი მეგობარი გოგონა – ჯორჯნა უზკატეგი, რომელიც ძალიან ამაყობს ილიათი, მასთან ერთად საქართველოშიც იმყოფებოდა და როგორც ინსტაგრამზე წერს, ილიასგან შვილსაც ელოდება:

“ჩემი სიყვარული, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი შვილის მამა, ჩემი ინსპირაცია...” – წერს ჯორჯინა.