“არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა ჩვენი დაშორება, არც შენთვის და არც ჩემთვის ასე უკეთესი ნამდვილად არ არის!”

1,021

მხოლოდ მოცემულმა გარემოებამ მაიძულა ის დღე მცოდნოდა, რომელიც შენს გარდაცვალებას უნდა მიუთითებდეს, და რომელიც ასე ძალიან არ მიყვარს!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი თათია ზუხბაია ფეისბუქში წერს:

“სახლში ჩვეულებისამებრ გვიან ვბრუნდები, კარებს დედაჩემი მიღებს.
არც მსაყვედურობს, არც იმას მეკითხება საიდან მოვდივარ, დღის განმავლობაში უკვე ბევრჯერ დარეკა და იცის ჩემი კოორდინატები..
თვალებით მეფერება და
მექანიკურად სამზარეულოში გარბის, საჭმელი უნდა შეათბოს, თუ შემატყო რომ კარგ ხასიათზე ვარ, იქნებ ამალაპარაკოს, იქნებ რამე დამცდეს დღევანდელ დღეზე, სამსახურზე, გეგმებზე და მომავალზე….
მე ისევ მოკლე პასუხებით შემოვიფარგლები.

ეს ყველაფერი შარშან ამ დროს რამდენიმე წუთში უნდა მოხდეს…

ახლა მზად ვარ ყველა კითხვისთვის, ყველა რეპლიკისთვის, ყველა საყვედურისთვის, ყველა რჩევისთვის, მზად ვარ ყველაზე გრძელი პასუხებისთვის..
მცალია და დამირეკე!
არც მეძინება!
არც მეზარება!
ახლა მზად ვარ!

მე ახლა მზად ვარ !…

არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა ჩვენი დაშორება, არც შენთვის და არც ჩემთვის ასე უკეთესი ნამდვილად არ არის!

არადა მხოლოდ მოცემულმა გარემოებამ მაიძულა ის დღე მცოდნოდა, რომელიც შენს გარდაცვალებას უნდა მიუთითებდეს, და რომელიც ასე ძალიან არ მიყვარს!

უკვე ერთი წელია არსებობს ადგილი, რომელსაც შენს საფლავს ეძახიან …არც ეს მინდოდა მცოდნოდა!! და ალბათ ამიტომაც არ დავდივარ იქ..

ერთი ეგ არის ტაძარში შესვლისას ახლა ზუსტად ვიცი რომელ კუთხესთან უნდა დავდგე… საუბარი საიდან დავიწყო, ვერ ვიხსენებ როდის, რატომ ან როგორ მოვიგონე დღემდე სანთლის წვას რომ ვუკავშირებ შენს განწყობას.
დიდხანს ძალიან დიდხანს ვუყურებ ხოლმე ანთებულ სანთელს და , თუ არ დაიცრემლა მიხარია…

კარადაში შენი ნივთები დღემდე, აწყვია და დროდადრო მეც ვეჩვევი მათ ტარებას…

მხოლოდ იმ შენს შინდისფერ საფულეს ვერ ვეკარები, ქაღალდის ფული, ხურდები, ბარათები შენი სამკაულები.. ყველაფერი, ზუსტად ისე დევს როგორც შენ ჩადე ერთი წლის წინ…

ჩემს ირგვლივ არსებულ რამდენიმე ადამიანში, მცირე დოზით ხარ.. ამიტომაც ვცდილობ ახლოს ვიყო მათთან..
მაგრამ შენ არ მეორდები! ვერ ჩანაცვლდები! ვერც განელდები!

და მეც მახსოვს! სულ მახსოვს! რომ ერთადერთ უნიკალურ ქალს ვიცნობდი და მე მისი შვილი ვიყავი !

ახლა სად ხარ ზუსტად არ ვიცი ..
მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იმ შენს სამყაროში, კარები ისევ შენ გამიღე!

ისევ დედაჩემი იყავი!!”