როდესაც დემნას სამოსს ხალხზე ვხედავ, ეს ჩემში სასიამოვნო განცდებს ბადებს – BALENCIAGA-ს კრეატიული დირექტორის, დემნას დედამ ამერიკულ გამოცემასთან – Harper’s Bazaar ისაუბრა.
„ჩვენ დიდი ქართული ოჯახი გვაქვს. ქართული ოჯახი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც ხალხი ემოციური და ხმაურიანია. ჩვენ სახლში და მაგიდასთან, სადაც ვიკრიბებოდით, ყოველთვის ხმაური იყო. ამის ფონზე, დემნა გამოირჩეოდა შინაგანი ინტელექტითა და მორიდებულობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა თამაშსა და აქტივობაში, დემნა ყოველთვის ლიდერი იყო.“ დემნას შინაგანი ძალა აქვს, განმარტავს დედამისი: „შეიძლება მკაცრი იყოს და შეუპოვარი, რაც მე მომწონს. მეც ასეთი ვარ, მაგრამ გულწრფელია. როდესაც დემნას სამოსს ხალხზე ვხედავ, ეს ჩემში რა თქმა უნდა, სასიამოვნო განცდებს ბადებს – სიამაყისა და სიხარულის – განაცხადა დემნა გვასალიას დედამ.მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. დემნას ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში, 1981 წლის 25 მარტს ქართველი მამის და რუსი დედის ოჯახში დაიბადა.
წყარო: პრაიმტაიმი