ნოდიკო ტატიშვილმა ახალი კლიპი გადაიღო. „იქნებ მიყვარხარ“ ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მსმენელმა უკვე აიტაცა.„უკვე ჰიტია ბრავოო, საოცარი შესრულება!“
„ძალიან ლამაზი მელოდია და ტკბილი ხმა“, „როგორ ველოდებოდი“, „რა მაგარია, როგორ ვისიამოვნე“ – აღნიშნავს მსმენელი.
თავად ნოდიკო კლიპთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„იქნებ მიყვარხარ
დაიდო ახალი კლიპი!
ლევან ყანდიაშვილი, ბორიკო შხიანი, ნესტან სინჯიკაშვილი, ზურა ქირია, ალეკო ბერძენიშვილი მადლობა თქვენ ამ სიმღერისთვის“ – აღნიშნავს მომღერალი და კლიპს გვიზიარებს.