“არაფერი უნდა გიღირდეთ იმის ფასად, რასაც ახლა აკეთებთ და კადრულობთ”

სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს და ეხმაურება მისი ძმის მისამართით დაწერილ სიძულვილის შემცველ კომენტარებს.

“არაფერი უნდა გიღირდეთ იმის ფასად, რასაც ახლა აკეთებთ და კადრულობთ!

პირველ რიგში, ღირსებისშემლახველი ტექსტებით ეხებით ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გახდნენ თქვენი ამორალური, დანაშაულებრივი მეთოდების მსხვერპლი, რომ ჩემთან არიან დაკავშირებულები!

გაფრთხილებთ ყველას, სამართლებრივად მოგთხოვთ პასუხს, თუ არ შეწყდება ფეიქ ექაუნთების მიერ განხორციელებული შეტევა ჩემთან დაკავშირებულ ადამიანებზე! გეკრძალებათ სხვა პიროვნებების ფოტოების გასაჯაროება, მათი ღირსების, რეპუტაციის შელახვა! არსებობს ადამიანის უფლებები და იძულებული ვიქნები, პასუხი გაგებინოთ იქ, სადაც უხეშად ხელყოფთ ჩემი და ჩემი გარშემომყოფების უფლებებს!

თამაშიც მესმის და ბრძოლაც, თუმცა ნუ დაკარგავთ ღირსებას!

კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი, არავის გულშემატკივრობა ამად არ უნდა გიღირდეთ! კარგად ვხედავ კონკურენტული მონაწილეების მხარდამჭერების მიერ მიზანმიმართულად აგორებულ ამორალურ კამპანიას ჩვენზე, კარგად გცნობთ და ამ მონაწილეებს უნდა რცხვენოდეთ თქვენს გამო!

გააფრთხილეთ თქვენი გულშემატკივრები, იყვნენ თქვენი სახე, ან სულ მცირე, შეწყვიტონ ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოს გაცდენილი მეთოდებით ბრძოლა! თქვენს მაგივრად, მე შემრცხვებოდა! მიიღეთ ეს პოსტი, როგორც გაფრთხილება, სხვა შემთხვევაში, მომიწევს მოქმედებაზე გადავიდე!,“ – წერს სალომე უშხვანი.

ასევე იხილეთ