“ის განცდები, განწყობა რაც ახლა მაქვს არ შეედრება არაფერს რაც აქამდე ცხოვრებაში გამომივლია“ (ვიდეო)

მომხიბვლელი მსახიობი, ნინო მუმლაძე ფართო საზოგადოებამ სერიალებიდან და ტელეეკრანიდან გაიცნო, თუმცა უკვე წლებია, რაც თეატრში საქმიანობს და არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული.

როგორც თავად ამბობს, არც კი ახსოვს, რა ასაკიდან მიხვდა, რომ მსახიობობა მისი ბედისწერა იყო.

ნინოს ცხოვრებაში სიახლეა, იგი ორსულადაა და შვილის მოლოდინშია.

ყველა დედას ვულოცავ დამდეგ 3 მარტს. სხვა ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში, განსხვავებული ყველაფრისგან რაც აქამდე გამომივლია. ბავშვის გაჩენის შემდეგ ალბათ კიდევ შეიცვლება ყველაფერი, რადგან ერთია რა მოლოდინი გაქვს და მეორეა რა რეალობის წინაშე დგები. 

ის განცდები, განწყობა რაც ახლა მაქვს არ შეედრება არაფერს, რაც აქამდე ცხოვრებაში გამომივლია“, – ამბობს ნინო მუმლაძე.

ასევე იხილეთ