“ღამე გამღვიძებია და მიფიქრია, ახლა რომ აქ არის 1 თვეში როგორ შეიძლება რომ არ იყოს?“ – რას ჰყვება მაია ჯორჯაძე გიო ხუციშვილზე საზოგადოებასლაიდერი By editor გამოქვეყნდა 01.03.2024 396 გაზიარება გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე „სხვა ნანუკას“ სტუმრობდა. მაიამ გადაცემაში გულახდილად ისაუბრა და გიოს შესახებ მოჰყვა. „ყველაზე მეტად მიჭირს დღესასწაულები, ძალიან უყვარდა ეს დღეები. თუნდაც ახალი წელი, აღდგომა, თავისი დაბადების დღე მოდის ახლა. გიჟდებოდა დაბადების დღეზე… ეს დღეები პატარა ბავშვივით უყვარდა, მიკვირდა ხოლმე… ბოლო წუთამდე ვერ მივიღე დიაგნოზი. რამდენჯერ ღამე გამღვიძებია და მიფიქრია, ახლა რომ აქ არის, 1 თვეში როგორ შეიძლება, რომ არ იყოს?“ – აღნიშნა მაია ჯორჯაძემ. 396 გაზიარება