“ზუსტად სამი წელია მაბედნიერებს, ვერასდროს გადავუხდი მადლობას იმ ემოციისთვის, რასაც ყოველ წამს მჩუქნის“
არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის შვილი, სანი 3 წლის გახდა. ტელეწამყვანი იუბილარ შვილს ემოციური პოსტით ულოცავს დაბადების დღეს და სანის სხვადასხვა კადრებს გვიზიარებს.
„ზუსტად სამი წელია მაბედნიერებს, ვერასდროს გადავუხდი მადლობას იმ ემოციისთვის, რასაც ყოველ წამს მჩუქნის.
მასთან ურთიერთობა ბედნიერებაა, მიყვარს ამ სამყაროში ყველაზე მეტად, თავისი სითბოთი, სიყვარულის გამოხატვის საოცარი უნარით და მტიკცე ხასიათით
ბედნიერი იყავი დე“, – წერს ნუცა ქავთარაძე.
სანი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია და მის ფოტოებს არჩილისა და ნუცას გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან.
„გილოცავ მა, სულ ასე იკაშკაშე”, – წერს არჩილ სოლოღაშვილი.