“შევარდნაძეს ბაბუაჩემმა ჩემი სადღეგრძელო დაალევინა” (ვიდეო)

238

მსახიობმა, ნინო მუმლაძემ გადაცემა ,,დღის პოსტში” სტუმრობისას, ბაბუასთან და ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.

„იმ დღეს როდესაც მე დავიბადე, შევარდნაძეს სტუმრები ჰყავდა და დიდი სუფრა იყო გაშლილი. ის რესტორანი ,,ქალაქური” ბაბუაჩემისთვის ააშენებინა შევარდნაძემ. მთელი ,,კაგებე” იქ ზის. დაურეკეს და უთხრეს, რომ შვილიშვილი შეეძინა. შემოსულა და უთქვამს ახლავე ყველა ფეხზე ადექითო. ჩემზე უთქვამს, დაიბადა ჩემი ცუნცულაო და მას გაუმარჯოსო. პირველი შევარდნაძე წამოდგა და ბაბუაჩემმა ჩემი სადღეგრძელო დაალევინა”, – იხსენებს ნინო მუმლაძე.