“ჭორები იმის შესახებ რომ უკრაინულ ვოისში ჩაწყობით გაიმარჯვეთ, მართალია?” – რას აცხადებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

256

ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც უკრაინული ,,ვოისი” მოიგო, გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორის” სტუმარია.

წამყვანმა ალექსანდრეს ჰკითხა: მართალია თუ არა ჭორები იმის შესახებ, რომ მან უკრაინულ ,,ვოისში” ,,ჩაწყობით” გაიმარჯვა.

ალექსანდრემ უპასუხა, რომ არა და წარმოდგენა არ აქვს საიდან გაჩნდა მსგავსი ჭორები.

,,იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ქართულ კონკურსებში მივიღე, არასოდეს მეგონა რომ გავიმარჯვებდი. როდესაც მკითხეს, რომელი სიმღერა მინდოდა მემღერა, ვუთხარი ,,All By Myselft” და დამთანხმდნენ. არ ველოდი და არ მეგონა თუ ამ სიმღერას შევასრულებდი. როდესაც დავინახე, რომ ჟიურის მოვეწონე, ნელ-ნელა იმედებიც გამიჩნდა. ძალიან გაციებული ვიყავი. რეპეტიციაზე რომ ვიმღერე, ხმა ჩამიწყდა და ძალიან ვინერვიულე.

დავიწყე თუ არა მისამღერი ჟიურის წევრები შემოტრიალდნენ და ყველაფერი კარგად დამთავრდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ვისთან ერთადაც მიჰყავდა გადაცემა, იმის შვილიც ჩემთან ერთად გამოდიოდა. როდესაც მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები, ამბობდნენ, რომ მათი ფავორიტი სწორედ ის გოგო იყო. ზელენსკიმაც ჩაწერა მისი მხარდამჭერი ვიდეო. არ ვიცი საიდან გაჩნდა ჭორები ჩაწყობით მოგების შესახებ. ყველანაირი ნაცნობის და ჩაწყობის გარეშე ჩავედი უკრაინაში. ერთადერთი ჩვენი მეგობარი გრიგოლ ჟღენტი იყო, რომელმაც ქასთინგზე მიგვიყვანა. ჩემი და არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ვმღერი. სამი წლის ვიყავი, ჩემი და სოფლის გუნდში მღეროდა და დედაჩემმა საყურებლად წამიყვანა. ამ დროს კი მე ავყევი და მასწავლებელმა გუნდში ჩამსვა”, – საუბრობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.